კურსის აღწერა
ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მუდლის ონლიან, სასწავლო კურსს პლატფორმაზე – www.literacydoc.ge, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, ვინც დაინტერესებულია მედიაწიგნიერების შესწავლით და ამ მიმართულებით გეგმავს ახალი ცოდნის შეძენას ან გაღრმავებას. მუდლის კურსი შეიქმნა ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის საქართველოს მისიის გუნდის წევრების მიერ USAID-ისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში და დღემდე უწყვეტად რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.
მუდლის კურსი მიზნად ისახავს მედიაწიგნიერების, როგორც სოციალური და ემოციური უნარების სწავლების ინტეგრირებული მიდგომის გაცნობას აუდიტორიისთვის. ახალი ციფრული სამყარო “მოითხოვს” ადამიანისგან, ისეთი უნარების წინ წამოწევას, რომელიც მას დაეხმარება გახდეს ინფორმაციულად აღჭურვილი, რათა მართოს ციფრულ ლანდშაფტზე არსებული ზღვა ინფორმაცია ეფექტიანად.
კურსის მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ შემდეგ თემებს:
- მედიის ტიპები;
- მედიის გავლენა საზოგადოებაზე;
- მონაცემთა ანალიზი;
- ტრადიციული და ციფრული მედიის როლის გააზრება;
- მედიის ხარისხის შეფასების უნარი;
- მედიის, როგორც ბიზნესის გააზრება, რათა გახდე მეტად ინფორმირებული მომხმარებელი;
- პერსონალური მონაცემების დაცვა და კიბერუსაფრთხოება
- ყალბი ამბები, დეზინფორმაციის ამოცნობის ტექნიკები და ინსტრუმენტები.
მუდლის სასწავლო კურსი მოიცავს 22 სასწავლო ვიდეოსა და 9 ქვიზს, საიდანაც 4 ვიდეო-გაკვეთილი და 3 ტესტი მომზადებულია სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე. სასწავლო კურსი სრულიად უფასოა და მისი გავლა შესაძლებელია აპლიკანტისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. მუდლის სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების, ასევე 2-ენოვანი (ქართულ-ინგლისური) ონლაინ სერტიფიკატის მიღების წინაპირობაა სრული სალექციო კურსის არანაკლებ 60%-ის მოსმენა და ტესტების სწორად შევსება.
გარდა მუდლის სასწავლო კურსისა, პლატფორმაზე www.literacydoc.ge თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ შექმნილ და აპრობირებულ OWIS-ის სასწავლო მეთოდოლოგიას, რომელიც დოკუმენტური ფილმების გამოყენებით სწავლებას მოიცავს. OWIS-ის მეთოდოლოგია ეფუძნება People in Need-ის მიერ დაარსებულ ადამიანის უფლებების შესახებ დოკუმენტური ფილმების ფესტივალის „ერთი მსოფლიოს“ (One World) ფილმებს. ეს ფესტივალი მსოფლიოში უდიდესი დოკუმენტური კინოს ფესტივალია და მისი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დოკუმენტური კინოს მეშვეობით. OWIS-ის მეთოდოლოგიის ფარგლებში თქვენ გაეცნობით ფილმებს და სასწავლო მასალას, რომელიც დაგეხმარებათ, იყოთ მეტად ინფორმირებული და მედიაწიგნიერი მოქალაქე.
კარგი კურსია
Moodle-ის სასწავლო კურსის დასწრებისთვის