მეთოდოლოგია
„ერთი მსოფლიო სკოლებში“ ,,ONE WORlD IN SCHOOLS” (OWIS), არის საგანმანათებლო პროგრამა რომელიც უახლესი ისტორიის აქტუალური საკითხების სწავლებისას დოკუმენტური ფილმებს იყენებს. გამოცდილებამ და შედეგებმა, არაერთხელ დაგვიდასტურა მეთოდის ეფექტურობა
კინო, ვიზუალური ხელოვნების სინთეზური დარგია. ის საშუალებას იძლევა ერთდროულად დაინახო ინფორმაციის გადაცემისთვის ან ამბის მოსათხრობად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და დისციპლინები. დოკუმენტურ კინოში, ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე საინტერესოდ და დამაჯერებლადაა გადმოცემული რეალური ამბები,ნამდვილი გმირებითა და გარემოებებით. ფილმებში გამოყენებული ამბის თხრობის მანერა, კადრები, ადამიანების ისტორიები, ხშირად ხდება მოტივაციის წყარო ცალკეული პრობლემების გადაჭრისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.
„ერთი მსოფლიო სკოლებში“ (OWIS) საგანმანათლებლო პროგრამა იყენებს დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ფესტივალზე „ერთი მსოფლიო“. ფესტივალი 1999 წლიდან ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) მიერ ტარდება. ფილმების შერჩევისას გათვალისწინებულია მათი თემატიკა, ხანგრძლივობა, მოსწავლეთა ასაკობრივი და გეოგრაფიული თავისებურებები და ა.შ..
პროექტი საქართველოში 2011 წლიდან დაიწყო და განხორციელდა იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში. საველე ჩვენებების პარალელურად, გადავწყვიტეთ პროცესი გაგვეძლიერებინა ონლაინ სწავლებითა და ჩვენებებით, რათა მეთოდოლოგია და რესურსები ხელმისაწვდომი გაგვეხადა სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები პედაგოგებისთვისაც.
literacydoc.ge ს გამოყენება შეუძლიათ საქართველოში და მის მეზობელ ორ ქვეყანაში (სომხეთი და აზერბაიჯანი) მცხოვრებ ფორმალური და არაფორმალური განათლების პედაგოგებსა და ტრენერებს.